შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სმირნოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1895 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტი 1900 წელს. 1901-1904წწ. ლაიფციგში დაეუფლა პეტროგრაფიას; 1904 წელს ჩამოვიდა თბილისში და ამ დღიდან მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაუკავშირდა კავკასიას; მუშაობდა კავკასიის სამთო სამმართველოში; 1929-1957წწ. მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში (1932-1947წწ. იყო ამ ინსტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის განყოფილების გამგე); 1919-1956წწ. ლექციებს კითხულობდა ქალთა უმაღლეს კურსებზე, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). მან ა. თვალჭრელიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტერიტორიაზე სისტემურ პეტროგრაფიულ კვლევას და საქართველოში პეტროგრაფების კადრების აღზრდას; იყო სმირნოვების სახელოვანი ოჯახის წარმომადგენელი, რომელსაც (მეუღლესთან ერთად) წილად ხვდა ა. პუშკინის ეპოქისდროინდელი საოჯახო რელიკვიების გადარჩენის მისია; საქართველოში მოღვაწე წარმოშობით რუსი გეოლოგი და კავკასიის მკვლევარი. თბილისში მცხოვრები რუსი არისტოკრატული ოჯახის შთამომავალი; ი. ჯავახიშვილის თანაკლასელი და განუყრელი მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე, პროფესორი (1926). წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 252-253; თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.834; aidatiflis7.livejournal.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |