შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი 1949 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და აქ განაგრძო თავისი მოღვაწეობა. 1965 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1974 წლიდან პროფესორი. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პეიზაჟი, მის სურათებს ახასიათებს ფერთა სიმდიდრე და მხატვრული ენის დახვეწილობა. ნამუშევრები: "გაზაფხული" და "ზაფხული" (1963), "ქართლის პეიზაჟი" (1968), "სოფელი დიღომი" (1975), სერია "ფიროსმანი" (1977-1978) და სხვ. მონაწილეობდა, როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო გამოფენებში. ფერმწერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 568, თბ., 1986 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |