The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ქუთათელაძე

გურამ ქუთათელაძე
სხვა სახელი:ხიტა
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1924
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 1979  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი 1949 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და აქ განაგრძო თავისი მოღვაწეობა. 1965 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1974 წლიდან პროფესორი. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პეიზაჟი, მის სურათებს ახასიათებს ფერთა სიმდიდრე და მხატვრული ენის დახვეწილობა. ნამუშევრები: "გაზაფხული" და "ზაფხული" (1963), "ქართლის პეიზაჟი" (1968), "სოფელი დიღომი" (1975), სერია "ფიროსმანი" (1977-1978) და სხვ. მონაწილეობდა, როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო გამოფენებში. ფერმწერი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 568, თბ., 1986

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი , მდივანი (1974-)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: