Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ გულჯავარასაშვილი![]()
Biography1678-1688წწ. წლებში მისი ხელმძღვანელობით მოუხატავთ მცხეთის სვეტიცხოვლის შიგნითა "სვეტის" კედლები, რაზედაც მიუთითებს თვით "სვეტზე" მინაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა წმ. ნინოს ცხოვრებისა და ქართლის მოქცევის ციკლი, რომელიც შინაარსობრივად დაკავშირებულია ძველ ქართულ გადმოცემასთან და მატიანეთა მონათხრობთან. არის აგრეთვე საღვთო წერილის ცნობილი სიუჟეტებიც. მხატვრობის სხვადასხვა მანერა და ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ "სვეტის" მოხატვაში გულჯავარასაშვილს თანაშემწეები ეხმარებოდნენ. ძეგლი თავისი ხასიათით გვიანდელი ფეოდალური ხანის ტიპიური ნაწარმოებია: იგი მოკლებულია მონუმენტურობას, შესრულების ტექნიკა "მინიატიურულია", ადამიანთა ფიგურები - წვრილი და წაგრძელებული, ხუროთმოძღვრული ფონი კი დაქუცმაცებული. გულჯავარასაშვილი თავისი დროის გამოცდილი და დახელოვნებული ოსტატი იყო. XVII საუკუნის II ნახევრის ქართველი მხატვარი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 306, თბ., 1978
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |