შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ სულიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ვ. მჭედლიშვილის ქართული დრამატული სტუდია 1926 წელს. იყო თბილისის მუშათა თეატრის რეჟისორი. 1928 წლიდან მიიწვიეს მეორე სახელმწიფო თეატრში, რასაც ხელმძღვანელობდა კ. მარჯანიშვილი. მასთან რეჟისორად იმუშავა კ. გუცკოვის "ურიელ აკოტას", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერის", დ. შენგელიას "თეთრებისა" და სხვა დადგმებზე. 1933-1937წწ. ხელმძღვანელობდა ქართველ ებრაელთა დრამატულ სტუდიას თბილისში. 1938-1944წწ. იყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი. დადგმები: ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", ა. აფინოგენოვის "მაშენკა", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", კ. სიმონოვის "რუსი ხალხი", დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი" და სხვა. 1944 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.601 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |