The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აგლაძე

დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1884
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1955  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა თბილისში იტალიელი ოსტატის ანდრეოლეტის სახელოსნოში.

მუშაობდა უფროს ძმებთან ერთად. შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები, დაეუფლა ქვის მხატვრულად დამუშავების ძნელ პროფესიას. მონაწილეობდა კულტურის ძეგლებისა და თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობათა შეკეთება-აღდგენასა და მშენებლობაში. მხატვრულად გააფორმა ქაშვეთის ტაძრის, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლანდელი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა), საქართველოს მთავრობის სახლის, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, ძველი კინოსტუდიის, რკინიგზის სამმართველოს შენობები, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი (სახურავი და კარნიზები), ვარციხის შამპანურის ქარხნის შენობა და სხვა. მუშობდა ირანში (1917). ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი.  

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.I.-თბ.,1997.-გვ.44


გააზიარე: