შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1929 წელს. მუშაობდა "საქსახპროექტში" და სხვა საპროექტო ინსტიტუტებში, სადაც გაიარა გზა რიგითი არქიტექტორიდან სახელოსნოს ხელმზღვანელობამდე. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლი მეცნიერთათვის კ. გამსახურდიას პროსპექტზე (1955; ი. ჩხენკელთან ერთად); საცხოვრებელი სახლი ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე (N11); საცხოვრებელი სახლი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე; სასტუმრო "ინტურისტი" გორში; კოლხეთის დაბლობის რაიონული დაგეგმარება და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.835; idaaf.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |