The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რემა შელეგია

რემა შელეგია
ოფიციალური სახელი:რომანოზ შელეგია
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:1955  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯოლევი, სენაკი.

ბავშვობიდანვე შეისწავლიდა ხალხურ სიმღერას, უპირატესად მეგრულს; მღეროდა ძუკუ ლოლუას გუნდში; 1920 წელს ხელმძღვანელობდა ახალსენაკის მომღერალთა გუნდს; 1929 წელს იყო ხობის ხალხური გუნდის ლოტბარი; 1930 წელს ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა გუნდებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში; დიდი წვლილი მიუძღვის ხალხურ მომღერალთა აღზრდის საქმეში; ხალხური მომღერალი, მგალობელი, ლოტბარი, ხალხური(მეგრული) სიმღერების მცოდნე და შემსრულებელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 518

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: