The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა შინჯიაშვილი

დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს (საფორტეპიანო).

1951 წლიდან არის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი, პარალელურად, 1951–2006წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯერ კონცერტმაისტერი, შემდეგ კამერული ანსამბლის პედაგოგი, 1969 წლიდან დოცენტი; თანამშრომლობდა: თ. გაბარაშვილი, მ. იაშვილი, ე. ისაკაძე, ლ. ისაკაძე, ნ. ტუღუში; მევიოლინე კვარტეტისტ და პედაგოგ გ. ხატიაშვილის მეუღლე; პიანისტი–კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 520

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1968 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, III პრემია
  • 1960 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, საპატიო სიგელი

გააზიარე: