Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე სოკოლოვი![]()
Biographyთბილისის საქალაქო არქიტექტორი 1858-1864წწ., შემდეგ გადავიდა სტავროპოლში. იმ ხანების თბილისის ხუროთმოძღვრებაში უკვე ეკლექტიზმი იყო შემოჭრილი, რომლის გავლენითაც აკეთებდა "გოტიკურ" და "ამპირულ" ფასადებს, მაგრამ მისივე არქიტექტურული მონაწილეობით შემუშავდა თბილისური იერის მქონე სახლის ახალი ტიპიც, რომელიც ფართოდ გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასადები ეკლექტიკური ხასიათისა იყო, მათ მაინც შენარჩუნებული ჰქონდათ ადგილობრივი სპეციფიკის ელემენტები (კერძოდ ხის აივნები). აშენებდა ძირითადად საცხოვრებელ სახლებს, რომელთაგან დღეისათვის, თუმცა გადაკეთებული სახით, მაგრამ მაინც შემონახულია რამდენიმე: ა. ფურცელაძის N6 (1858), კოჯრის N5 (1860), გერცენის N8 (1860), რ. თაბუკაშვილის N35 (1861), მტკვრის N3 (1861), პ. ინგოროყვას N12 (1862) და სხვა. მან რამდენიმე ქარვასლაც ააშენა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.835-836
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |