The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ იუფეროვი

ნიკოლოზ იუფეროვი
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 1982  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მონინოს მემორიალური სასაფლაო, მოსკოვის ოლქი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა გორის აეროკლუბი და სწავლა განაგრძო სამხედრო-საჰაერო ძალების სასწავლებელში.

1941 წელს, სამამულო ომის დაწყების შემდეგ, გაგზავნეს ფრონტზე. ბრძოლებში ჩაება 1942 წლის აპრილიდან. ნიკოლოზ იუფეროვმა გაიარა გზა რიგითი მფრინავიდან ავიაესკადრილიის მეთაურამდე. იბრძოდა ჩრთილოეთ კავკასიაში და უკრაინის III ფრონტზე. მონაწილეობდა ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ავსტრიისა და იუგოსლავიის განთავისუფლებაში. განახორციელა 150 საბრძოლო გაფრენა. 1955 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის წითელდროშოვანი სამხედრო- საჰაერო აკადემია. თადარიგში გასვლის შემდეგ მუშაობდა  საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში, უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. პოლკოვნიკი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 284; warheroes.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - ლენინის ორდენი
  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: