The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მახარობლიძე

რევაზ მახარობლიძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1936  (87 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1959 წელს.

1967-1974წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კათედრის გამგე; 1974-1976წწ. - სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიების ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) მანქანების ექსპლუატაციის კათედრის გამგე; 1976 წლიდან მუშაობს კ. ამირაჯიბის სახელობის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1976-1982წწ. იყო განყოფილების გამგე); 1999 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი. დაწერილი აქვს სამეცნიერო შრომები (71 გამოგონება), ძირითადად ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანების დინამიკას, პარამეტრების ოპტიმიზაციასა და საიმედოობის ამაღლებას. გამოქვეყნებული აქვს 400 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1982). 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.838; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.67; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდი: gaas.dsl.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.50

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - საუკეთესო მეცნიერის ვერცხლის მედალი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    აგროსამრეწველო კომპლექსის საინჟინრო - ტექნოლოგიური დარგისთვის მექანიზატორთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1974-1992 წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომთა ციკლისათვის - "ტექნიკური სამეცნიერო გამოკვლევები სასოფლო-სამეურნეო მანქანების პარამეტრების ოპტიმიზაციის შესახებ
  • სამკერდე ნიშანი "საბჭოთა კავშირის გამომგონებელი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: