The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ მახარობლიძე

რევაზ მახარობლიძე
Date of birth:22 August, 1936  (88 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1959 წელს.

1967-1974წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კათედრის გამგე; 1974-1976წწ. - სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიების ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) მანქანების ექსპლუატაციის კათედრის გამგე; 1976 წლიდან მუშაობს კ. ამირაჯიბის სახელობის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1976-1982წწ. იყო განყოფილების გამგე); 1999-2006წწ. ინსტიტუტის დირექტორი. დაწერილი აქვს სამეცნიერო შრომები (71 გამოგონება), ძირითადად ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანების დინამიკას, პარამეტრების ოპტიმიზაციასა და საიმედოობის ამაღლებას. გამოქვეყნებული აქვს 400 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1982). 

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.838; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.67; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდი: gaas.dsl.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.50;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 622

Member of Organizations

  • სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (1992-)

Awards and Honors

  • 2006 - საუკეთესო მეცნიერის ვერცხლის მედალი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    აგროსამრეწველო კომპლექსის საინჟინრო - ტექნოლოგიური დარგისთვის მექანიზატორთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1974-1992 წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომთა ციკლისათვის - "ტექნიკური სამეცნიერო გამოკვლევები სასოფლო-სამეურნეო მანქანების პარამეტრების ოპტიმიზაციის შესახებ
  • სამკერდე ნიშანი "საბჭოთა კავშირის გამომგონებელი"

Bibliography


Share: