შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაგორ კაზალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგის რაიონი. ერთხანს მუშაობდა დევდარაკის სპილენძის მაღაროში მუშად, შემდეგ იყო მთამსვლელ-გამყოლი. ხევში საკოლმეურნეო მოძრაობის ერთ-ერთი წამომწყები და ყაზბეგის კოლმეურნეობის პირველი თავმჯდომარე. იაგორ კაზალიკაშვილი, 1907 წელს პირველად, უცხოელებთან ერთად ავიდა მყინვარწვერზე. 1923 წელს იყო მყინვარწვერზე პირველი საბჭოთა ასვლის მონაწილე. ავიდა იალბუზზე, ადაი-ხოხზე, თეთნულდზე, მარუხზე და სხვა. იყო გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილი პირველი ქართული ექსპედიციის მთავარი გამყოლი მყინვარწვერზე (1923), თეთნულდსა (1930) და უშბაზე (1934). ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგურის პირველი მოზამთრე (1934). ალპინისტი, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.-გვ. 316 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |