The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაგორ კაზალიკაშვილი

იაგორ კაზალიკაშვილი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1935  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ყაზბეგი
კატეგორია:პოეტი, სოფლის მეურნეობის მუშაკი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგის რაიონი.

ერთხანს მუშაობდა დევდარაკის სპილენძის მაღაროში მუშად, შემდეგ იყო მთამსვლელ-გამყოლი. ხევში საკოლმეურნეო მოძრაობის ერთ-ერთი წამომწყები და ყაზბეგის კოლმეურნეობის პირველი თავმჯდომარე. იაგორ კაზალიკაშვილი, 1907 წელს პირველად, უცხოელებთან ერთად ავიდა მყინვარწვერზე. 1923 წელს იყო მყინვარწვერზე პირველი საბჭოთა ასვლის მონაწილე. ავიდა იალბუზზე, ადაი-ხოხზე, თეთნულდზე, მარუხზე და სხვა. იყო გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილი პირველი ქართული ექსპედიციის მთავარი გამყოლი მყინვარწვერზე (1923), თეთნულდსა (1930) და უშბაზე (1934). ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგურის პირველი მოზამთრე (1934). ალპინისტი, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.-გვ. 316

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: