The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე მამფორია

დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1984  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხოროწყუ, ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი 1932 წელს.

1935-1955წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტისტიტუტის სელექცია-მეთესლეობის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად. 1955 წლიდან საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის გენეტიკისა და სელექციის კათედრის გამგედ. დაამუშავა ციტრუსოვან მცენარეთა სომატური ჰიბრიდიზაციის (ვეგეტატიური ჰიბრიდიზაცია) თეორიული და პრაქტიკული საკითხები. აგრონომ-სელექციონერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1956).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.401

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: