The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გულო კაიკაციშვილი

გულო კაიკაციშვილი
ოფიციალური სახელი:გულო-აღა ქათამაძე
დაბადების თარიღი:1840
გარდაცვ. თარიღი:1923  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ქობულეთის რაიონი. 

იღვწოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართული მიწების საქართველოსთან შეერთებისათვის. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა. წერეთელთან, ს. მესხთან, გ. ყაზბეგთან, გ. გურიელთან და სხვებთან. სისტემატურად აქვეყნებდა კორესპონდენციებს ქართულ პრესაში. ეწეოდა ქართული ენის დაცვის და განმათავისუფლებელი იდეების პროპაგანდას ქობულეთის მხარეში. იბრძოდა მუჰაჯირობის წინააღმდეგ 1877—1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. თურქთა დამარცხების შემდეგ ქობულეთის მხარის მოსახლეობის სახელით მიესალმა რუსეთის არმიისა და ქართული მილიციის სარდლობას. კაიკაციშვილი იუნკრად შევიდა ქობულეთის სახალხო მილიციის რაზმში და მალე ურიადნიკი გახდა. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.-გვ. 320; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/870


გააზიარე: