The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაკო შიუკაშვილი

ვაკო შიუკაშვილი
ოფიციალური სახელი:ვალერიან შიუკაშვილი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1975  (48 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2001 წელს(საფორტეპიანო).

სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში", პედაგოგი დ. ცინცაძე(ფორტეპიანო), 1994 წელს განაგრძო სწავლა  მოსკოვის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, პედაგოგები: ნ. მაკაროვა, ა. ნასედკინი, ე. მალინინი, ნ. შტარკმანი, ე. ვირსალაძე; 2000 წელს გაიარა მასტერკლასი მოსკოვის კონსერვატორიაში, 2007 წლიდან მაგისტრი; არის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული(2010) და საერთაშორისო კონკურსი–ფესტივალის(2013); ფორტეპიანოზე დაკვრის მასწავლებელთა ევროპული ასოციაციის(EPTA-Georgia) ვიცე–პრეზიდენტი საქართველოში; საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ჟიურის წევრი; შესულია წიგნში "XXI საუკუნის ვარსკვლავები"; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 521

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - მორეირა დე კოსტას სახელობის საერთაშორისო კონკურსი, გრან–პრი (პორტუგალია)
  • 2001 - მ. იუდინას სახელობის კონკურსი, გრან–პრი (სანქტ–პეტერბურგი )
  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო ჯილდო "წინანდალი"
  • 2000 - პეტრე დიდისადმი მიძღვნილი ფესტივალი, გრან–პრი (გრონინგენი, ნიდერლანდები)
  • 1998 - ისრაელის სახელმწიფოს 50 წლისთავისადმი მიძღვნილი I საერთაშორისო კონკურსი(ბერ–შევა), I პრემია
  • 1998 - ბულგარეთის III საერთაშორისო კონკურსი, II პრემია (დობრიჩი)
  • 1997 - თბილისის I საერთაშორისო კონკურსი, III პრემია
  • 1995 - ბელორუსიის საერთაშორისო კონკურსი, გრან–პრი (მინსკი )
  • 1992 - მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, III პრემია (ქ. ვლადიმირი)
  • 1992 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა I საერთაშორისო კონკურსი, დიპლომი (მოსკოვი )
  • საქველმოქმედო პროგრამა "ახალი სახელები", ლაურეატი (ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია)
  • ვიუტემბერგის საერთაშორისო კონკურსი, გრან–პრი
  • საქველმოქმედო ფონდი "ახალი სახეები"-ს სტიპენდიანტი

გააზიარე: