The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰერტრუდა შმალცელი

ჰერტრუდა შმალცელი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1912  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1934–1939წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური).

1937 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის სოლისტი; 1937 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში; 1940–1963წწ. შეასრულა ლირიკულ–დრამატული საოპერო თითქმის ყველა პარტია; დებიუტი: იაროსლავნა(ბოროდინი "თავადი იგორი"), ვალენტინა(მეიერბერი "ჰუგენოტები"); 1963 წლიდან იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალური); ქართული რეპერტუარი: ეთერი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ნინო, ნესტანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), მახრების მეფის ასული(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), დედა(ა. მაჭავარიანი "დედა და შვილი"), ტასო(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი"), მართა(ი. გოკიელი "პატარა კახი"), მაიკო(ა. შავერზაშვილი "მარინე"), ძიძია(შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა"); სხვა რეპერტუარი: ნედა(ლეონკავალო "ჯამბაზები"), აიდა, დეზდემონა, ლეონორა(ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრუბადური"), ტოსკა(პუჩინი "ტოსკა"), მიქაელა(ბიზე "კარმენი"), ტატიანა, ლიზა, მარია(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი", "მაზეპა"), ნატაშა(დარგომიჟსკი "ალი"), თამარი(რუბინშტეინი "დემონი"), ვარვარა(დანკევიჩი "ბოგდან ხმელნიცკი"); საქართველოში მოღვაწე ჩეხი საოპერო მომღერალი, ლირიკულ–დრამატული სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 521

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: