The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიუს შნაიდერი

მარიუს შნაიდერი
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1982  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჰაგენაუ, გერმანია.

1924 წელს სწავლობდა ქ. სტრასბურგში გერმანულ ფილოლოგიას, ფორტეპიანოსა და კომპოზიციას, ამავე წელს პარიზის კონსერვატორიაში; 1927 წელს ქ. ბერლინის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; ასწავლიდა ქ. კიოლნის უნივერსიტეტში; 1970 წლიდან იყო ქ. ამსტერდამის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი; მარიუს შნაიდერმა თავის ნაშრომში "მრავალხმიანობის ისტორია" ვრცელი ადგილი დაუთმო ქართულ ხალხურ სიმღერას; გერმანელი ეთნომუსიკოლოგი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 522



გააზიარე: