The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ შომახია

ანზორ შომახია
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს (ვოკალური).

1968 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი); 1969 წელს მიიწვიეს ქ. ნოვოსიბირსკის საოპერო თეატრში, 1972 წლიდან ქ. სვერდლოვსკის საოპერო თეატრის სოლისტი; 1973 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 2013 წელს დააარსა "რეგიონ ოპერა", რომლის მიზანია ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; ქართული რეპერტუარი: მურმანი, კიაზო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), აბდულ–არაბი, ავაგ ერისთავი (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილი "მინდია"); სხვა რეპერტუარი: დონ ბაზილიო, ფიგარო (როსინი "სევილიელი დალაქი"), პორგი (გერშვინი "პორგი და ბესი"), შარპლეი (პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი"), ამონასრო, ჟერმონი, როდრიგო (ვერდი "აიდა", "ტრავიატა", "დონ კარლოსი"), ესკამილიო (ბიზე "კარმენი"), ვალენტინი (გუნო "ფაუსტი"), ტონიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), დონ ჟუანი (მოცარტი "დონ ჟუანი"), დემონი (რუბინშტეინი "დემონი"), ონეგინი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), რანგონი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); გასტროლები: სსრკ, გერმანია, ესპანეთი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 522

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - რუსეთის თეატრალური ჯილდო "ოქროს ნიღაბი"
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: