Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ შომახია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს (ვოკალური). 1968 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბარიტონი); 1969 წელს მიიწვიეს ქ. ნოვოსიბირსკის საოპერო თეატრში, 1972 წლიდან ქ. სვერდლოვსკის საოპერო თეატრის სოლისტი; 1973 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; 2013 წელს დააარსა "რეგიონ ოპერა", რომლის მიზანია ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; ქართული რეპერტუარი: მურმანი, კიაზო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), აბდულ–არაბი, ავაგ ერისთავი (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილი "მინდია"); სხვა რეპერტუარი: დონ ბაზილიო, ფიგარო (როსინი "სევილიელი დალაქი"), პორგი (გერშვინი "პორგი და ბესი"), შარპლეი (პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი"), ამონასრო, ჟერმონი, როდრიგო (ვერდი "აიდა", "ტრავიატა", "დონ კარლოსი"), ესკამილიო (ბიზე "კარმენი"), ვალენტინი (გუნო "ფაუსტი"), ტონიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), დონ ჟუანი (მოცარტი "დონ ჟუანი"), დემონი (რუბინშტეინი "დემონი"), ონეგინი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), რანგონი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); გასტროლები: სსრკ, გერმანია, ესპანეთი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 522 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |