The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სილოვან კაკაბაძე

სილოვან კაკაბაძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1895
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1993  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

1921-1924 წლებში სწავლობდა მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სტუდიაში; 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ი. ნიკოლაძის ხელმძღვანელობით.

1932 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; მუშაობდა მონუმენტური და დაზგური ქანდაკების დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სკულპტურული პორტრეტები: "მეტყევე" (1935), "რ. აღლაძე" (1944), "ს. ჯანაშია (1946), "გ. ტაბიძე" (1947), "სულხან-საბა ორბელიანი" (1947), "კ. მარჯანიშვილის პორტრეტი" (1951), "ნ. კალანდარიშვილი" (1961-1967), "დ. გამრეკელი" (1963), "გენერალი ნ. თავართქილაძე" (1964), "თინათინი" (1966), "ს. კლდიაშვილი" (1969), "ციცინოს პორტრეტი" (1970), "ახალგაზრდა ქართველი დედა" (1978), "ი. ბერიტაშვილი" (1979) და სხვა. აქვს შექმნილი ძეგლები: "ი. სტალინის" (1936, ბრინჯაო, თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, აიღეს 1961 წელს), "ა. წულუკიძის" (1946, ქვა, ხონი), "კ. ლესელიძის" (1977, ბრინჯაო, ლესელიძე, აფხაზეთი). მისი ნამუშევრები დაცულია შ. მირიანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერიაში (მოსკოვი), დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 1942 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1936-1942 წლებში რექტორი, 1950-1963 წლებში ქანდაკების კათედრის გამგე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.- გვ. 323; facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1930-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1941 - სტალინური პრემია

გააზიარე: