შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანუჩარ II ჯაყელი![]()
ბიოგრაფიასამცხის ათაბაგი 1581-1614წწ., ქაიხოსრო II -ის ძე. 1576-1578 წლებში ყვარყვარე IV -ის ავადმყოფობის გამო განაგებდა საათაბაგოს საქმეებს. 1578 წლის აგვისტოს ოსმალთა მიერ სპარსელთა დამარცხების (ჩილდირის ველზე) შემდეგ მანუჩარი ოსმალებს დამორჩილდა. ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა-ფაშამ ყვარყვარე და მანუჩარ II სტამბოლში გაგზავნა. აქ მანუჩარი გაამაჰმადიანეს, მუსტაფა უწოდეს და 1579 წელს ახალშექმნილი ახალციხის (ჩილდირის) საფაშო უბოძეს. მას ქართლის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. მანუჩარ II -მ ოსმალთა გეგმები ქართლის მეფეს სიმონ I-ს გაანდო. ოსმალები მუხრანის ველზე დამარცხდნენ. სულთნის ხელისუფლებამ მანუჩარ II-ის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ მან თავი დააღწია მტერს და აჯანყება დაიწყო. 1581 მანუჩარ II -მ უარჰყო მაჰმადიანობა, ცოლად სიმონ I -ის ქალიშვილი ელენე შეირთო და ათაბაგი გახდა( ყვარყვარეს ნაცვლად). ოსმალებმა ჩილდირის ბეგლარბეგად იუსუფ-ფაშა დასვეს და აჯანყების ჩაქრობა დაავალეს, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ოსმალები კომპრომისზე წავიდნენ - 1583 წელს ბეგლარბეგად მანუჩარ II აღადგინეს. იგი სულთნისაგან ქრისტიანობის შენარჩუნებით ათაბაგობის აღდგენას მოითხოვდა. ოსმალებს მესხეთის ინკორპორაცია ჰქონდათ გადაწყვეტილი და 1587 წელს მანუჩარ II-ის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნეს. მანუჩარ II ირანის ორიენტაციის გზას დაადგა და თვითონაც ირანში გადავიდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.415; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.516-517
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |