შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ გოგლიჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოდოგანი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია 1887 წელს. მუსიკალური ფოლკლორით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, საამისოდ ოჯახის გარემოცვამ შეუწყო ხელი, სადაც ყველა მღეროდა; განსაკუთრებით ხშირად იმერულ-რაჭული სიმღერების ჰანგები ესმოდა, მან ეს სიმღერები ძალიან შეიყვარა; 1887 წლიდან იმერეთში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა; სოფლის დაწყებით სკოლაში, საგნების გარდა, წარმატებით ასწავლიდა სიმღერა-გალობასაც; დიდად გამოადგა თავისი მასწავლებლების, რაჟდენ ხუნდაძისა და ანდრია ბენაშვილისაგან მიღებული მუსიკალური განათლება; კარგად ფლობდა ფორტეპიანოსაც, რომლის საშუალებითაც იგი ბავშვებს გასაგებად გადასცემდა ხალხურ სიმღერებსა და სხვადასხვა საეკლესიო საგალობლებს; ოთხი წლის შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა დაწყებით კლასებში, მასვე დაეკისრა სიმღერა-გალობის მასწავლებლობა; გორში ჩამოაყალიბა მოსწავლეთა საკმაოდ მოზრდილი გუნდი და სასწავლებლის კედლებშივე ხშირად მართავდა საჯარო კონცერტებს; მის გუნდში წარმატებით გამოდიოდა ჭაბუკი სანდრო კავსაძე, მასთან მღეროდნენ აგრეთვე მოწაფეები: სოსო ჯუღაშვილი(სტალინი), გიორგი გიგიტაშვილი, სალარიძე - ხავერდოვანი ბანის მქონე(შემდეგში სასულიერო პირი), დავით კასრაძე(შემდეგში - მწერალი); 1921 წლამდე თბილისის პირველ გიმნაზიაში ასწავლიდა სიმღერა-გალობას, გიმნაზიის გუნდის იმ დროის კონცერტები კარგად იყო ცნობილი საზოგადოებისათვის; შემდეგ ამავე სასწავლებლის შენობაში, თბილისის I საცდელ-საჩვენებელ შრომის სკოლაში გარდაცვალებამდე განაგრძობდა მასწავლებლობას; მრავალჯერ მოუსმენიათ სკოლის მოწაფეთა გუნდის მიერ დახვეწილი გემოვნებით შესრულებული სიმღერები ხალხური მუსიკის მოყვარულთ; ზაფხულობით თბილისის ახლომდებარე აგარაკებში(კოჯორი, კიკეთი, მანგლისი, წყნეთი) სიმონ გოგლიჩიძე საბავშვო ბაღებსა და სახლებში საზოგადოებრივ საწყისებზე აყალიბებდა ბავშვთა გუნდებს და ამღერებდა როგორც თავისი მასწავლებლის, ანდრია ბენაშვილის, ასევე მის მიერ შექმნილ საბავშვო სიმღერებს; ლოტბარი, საზოგადო მოღვაწე. (დაბადების და გარდაცვალების თარიღი იოსებ იმედაშვილის მიხედვით 1864 და 1936 წელი) წყარო: qwelly.com; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.641 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |