The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ სუნდუკიანი

გაბრიელ სუნდუკიანი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1825
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 1912  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხოჯივანქის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, ისტორიკოსი, კრიტიკოსი, მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1850 წელს.

სამსახური დაიწყო თბილისში, მეფისნაცვლის კანცელარიაში, შემდეგ მუშაობდა კავკასიის გზათა სამმართველოს სამეურნეო განყოფილების უფროსად და სამოქალაქო გენერლის ჩინს მიაღწია. მხარში ამოუდგა თბილისის ამქრებს სოციალური უფლებებისათვის ბრძოლაში (1865), მონაწილეობდა ქალაქის საბჭოს მუშაობაშიც. ლიტერატურული საქმიანობა 60-იან წლებში დაიწყო. მისი მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული სომხურ თეატრთან, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც თვითონ იყო. პირველი კომედია "საღამოს ცხვირი ხეირია" დაიდგა 1863 წელს (გამოიცა 1866, ქართული თარგმანი 1911), "ხათაბალა" - 1866 (გამოიცა 1881), "ოსკან პეტროვიჩი საიქიოში" 1866 (გამოიცა 1899, ქართული თარგმანი 1901), კრებული "ცხოვრების სარკე", "კიდევ ერთი მსხვერპლი" - 1870 (გამოიცა 1894), "პეპო" - 1871, ქართულ სცენაზე - 1875 (გამოიცა 1876, ქართული თარგმანი 1876, გაზეთი ''დროება'' N2. ცალკე წიგნად 1880). წერდა ძირითადად სომხური ენის თბილისურ დიალექტზე, რომელიც მრავლად შეიცავს ქართულ სიტყვებსა და გამოთქმებს, ფართოდ იყენებდა თბილისურ ფოლკლორს. ყოველივე ამან განაპირობა მისი ენის თავისებურება. პიესები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. ქართულად თვითონ ავტორი თარგმნიდა. მისი სახელი მინიჭებული აქვს ერევნის დრამატულ თეატრს. სომეხი მწერალი, დრამატურგი,  კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი სომხურ ლიტერატურაში. 

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.605




გააზიარე: