შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მუღალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. შესანიშნავად ფლობდა კახურ ომახიან, ვაჟკაცურ, პოლიფონიურ სიმღერებს; 1900–იანი წლების დასაწყისში თბილისს ეწვია, პლეხანოვის პროსპექტზე(ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზარი), ინჟინერ პასეკის კანტორაში დარაჯად მოეწყო, გაიცნო სემინარიელი პეტრე კაპანაძე, რომელმაც ასწავლა წიგნი და ნოტები, ჩაუნერგა ხალხური მუსიკის სიყვარული; როცა ისევ გურჯაანს დაუბრუნდა, გულმოდგინედ შეუდგა ხალხური სიმღერების შესწავლას; შეადგინა მომღერალთა პატარა ჯგუფი და შიგადაშიგ კონცერტები გამართა; როცა კახეთში რკინიგზის გაყვანას შეუდგნენ, პატარა გუნდით მომსახურებას უწევდა მუშებსა და მოსამსახურეებს; პირველივე წლებში გურჯაანელებმა 25 წლის იუბილე გადაუხადეს თავის თანამემამულე მუშა-მუსიკოსს; ამან მეტი ენერგია შემატა და მუშაობა უფრო გააჩაღა; ყველა ოლიმპიადაში პირველ ადგილს ინარჩუნებდა, მოსწონდათ სიმღერების ლაზათიანად და ხალასად შესრულება: "სუფრული", "ლალე", "შვიდნი ძმანი გურჯანელნი", "ჩაკრულო", "მუშური", "კახური მრავალჟამიერი" და სხვა სიმღერები აღტაცებას იწვევდა მსმენელში; სამამულო ომის დროს მრავალი კონცერტი გამართა; მუღალაშვილი თვითმოქმედი კომპოზიტორია, მან მრავალი სიმღერა გადაამუშავა; იგი არ შემოიფარგლა მარტო ძველი სიმღერებით; მისი ხელმძღვანელობით არსებულ გუნდებს არაერთი ახალი სიმღერა დაუმუშავებიათ და შეუსრულებიათ; მის მიერ დამუშავებული რეპერტუარიდან საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენენ სიმღერები: "დიამბეგო", "ძველი სუფრული", "მუშური", "მკრთალი ნათელი", "კახეთისადმი"(გრ. ორბელიანის ტექსტი), "მიყვარხარ, ტკბილო კახეთო", "ერთხელ ვნახე მწყემსი ქალი", "ჩამჩურჩულე"(მარიჯანის ლექსი); ფართო პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობაში; მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, იგი სიკვდილამდე ხალისით განაგრძობდა მუშაობას, თავის ცოდნას გადასცემდა ახალგაზრდობას. წყარო: ქართული ფოლკლორი: alazani.ge; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.488
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |