The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტერეზა შტოლც

ტერეზა შტოლც
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1834
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1902  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კოსტელიცე, ავსტრია.

მუსიკას ეუფლებოდა ჩეხ ორგანისტ და პედაგოგ ი. ბერუდასთან; სწავლობდა პრაღის კონსერვატორიაში, პედაგოგი ჯ. ბ. გარდიჯიანი(ვოკალი); 1851 წელს გარიცხეს კონსერვატორიიდან, ამის შემდეგ გაემგზავრა იტალიაში, სადაც სწავლობდა ლ. რიჩისა და ფ. ლამბერტისთან(ვოკალი); 1857 წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე იტალიურ დასთან ერთად; 1865–1879წწ. იყო ლა სკალას წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი: მატილდა(როსინი "ვილჰელმ ტელი"), ელისაბედი, აიდა, ლეონორა, ჯილდა, დეზდემონა(ვერდი "ბედის ძალა", "აიდა" – ვენაში 1857 წელს, ვერდის დირიჟორობით, პარიზში 1876 წელს, ვერდის დირიჟორობით. "დონ კარლოსი", "რიგოლეტო", "ოტელო"), ვერდი რეკვიემი(1874, პირველი შესრულება ვერდის დირიჟორობით, 1875, ლონდონი, ალბერტ–ჰოლი ვერდის დირიჟორობით), ალისა(მეიერბერი "რობერტ–ეშმაკი"), რაქილი(ჰალევი "ებრაელი ქალი"), ნორმა(ბელინი "ნორმა"), ლუკრეცია ბორჯა(დონიცეტი "ლუკრეცია ბორჯა"); გასტროლები: თბილისი, ვენა, ლონდონი, მოსკოვი, პეტერბურგი, ოდესა, ქაირო, კონსტანტინოპოლი, გრანადა; ჩეხი საოპერო მომღერალი, სოპრანო; აღიარებული ვერდისეული რეპერტუარის საუკეთესო შემსრულებლად; XIX საუკუნის I ნახევრის იტალიური საოპერო სკოლის ერთ–ერთი გამორჩეული ვარსკვლავი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 523



გააზიარე: