შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1928 წელს. 1942 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1947 წლიდან იყო სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგე. იკვლევდა საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიის საკითხებს. ძირითადი ნაშრომები: "საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის"(თბ., 1952), "იოანე ბაგრატიონის სჯულდება"(თბ., 1957), "ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან" (1 - 2 , თბ., 1963-1965), "ქართული სამართლის ძეგლები", 1. ხელმწიფის კარის გარიგება, 2. დასტურლამალი (თბ., 1970,), "საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია" (რუსულ ენაზე, 1967), გამოიცა აგრეთვე სერბულ ენაზე. (ბელგრადი, 1971) და სხვა. სამართლის ისტორიკოსი, იურდიული მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.610 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |