Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იროდიონ სურგულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხვანჭკარა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1918 წელს. სტუდენტობის დროს დაწერილი ნაშრომისათვის "სამართლის ფილოსოფიური წანამძღვრები" მიიღო პრემია - ოქროს მედალი. 1923 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სამართალში და ადმინისტრაციული სამართლის დარგში. 1927 წლიდან დაიცვა დისერტაცია იურდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ("ხელისუფლება და სამართალი"). ეს იყო სამართლის დარგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის და სამოქალაქო სამართლის გაერთიანებული კათედრის გამგე (1927-1930), 1930-1933წწ. საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1933-1937წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის დეკანი, შემდეგ სამართლის ისტორიის კათედრის გამგე. სახელმწიფოსა და სამართლის თეორიისა და სამართლის ისტორიის სპეციალისტი, იურდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.610 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |