The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანოზ I

Legal name:სტეფანოზ ბაგრატიონი
Date of birth:6??
Date of death:7??
Category:Royalty

Biography

ქართლის მეორე ერისმთავარი (580 წლების ბოლო - VII საუკუნის დასაწყისი) ქართლის პირველი ერისმთავრის გუარამ (იგივე გურგენ)  კურაპალატის ძე. ატარებდა პატრიკიოზის ბიზანტიურ ტიტულს. შემდეგ განუდგა ბიზანტიას და სპარსეთის ორიენტაციის გზას დაადგა. მისი მმართველობის დროს 591 წელს ირანის შაჰმა ხოსრო II ფარვიზმა (590-628) ბიზანტიას დაუთმო "უდიდესი ნაწილი ქართლის ქვეყნისა თბილისამდე" (სებეოსი). მალე ქართლი მის დროს მთლიანად განთავისუფლდა ირანზე დამოკიდებულებისაგან. როგორც ბიზანტიაზე პოლიტიკურად დამოკიდებული ქვეყნის მმართველს, იმპერატორისგან მიღებული ჰქონდა პატრიკიოსის საკარისკაცო ტიტული; ისტორიკოს ჯუანშერის ცნობით, ბერძენთა (ბიზანტიელები) და სპარსთა შიშით მეფის ტიტულის ტარება ვერ გაბედა; მისი რელიეფური გამოსახულება წარმოდგენილია მცხეთის ჯვრის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, როგორც მისი ერთ-ერთი მაშენებელი, ძმასთან (დემეტრესთან) და მემკვიდრე ადარნასესთან ერთად; იგი განაგებდა ქართლის სახელმწიფოს უდიდეს ნაწილს, რომელიც თავისუფალი იყო სპარსელთა პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენისაგან; ჩვენამდე მოღწეულია მისი სახელით მოჭრილი მონეტები; ერთადერთი ადრეული ეგზემპლარის კიდეზე მისი სახელი დაქარაგმებულია, ხოლო 591 წლიდან მოჭრილ მონეტებზე მისი უკვე სრული სახელია წარწერილი. როგორც ირკვევა მას საადგილმამულო დავა ჰქონდა შიომღვიმის მონასტერთან; ჩანს, ამ მიზეზით "ქართლის ცხოვრებაში" ის დახასიათებულია, როგორც "ურწმუნო" და "ღმრთის უშიში". ჩვენი საისტორიო წყაროები სტეფანოზ I-ის სიკვდილს ჰერაკლე კეისრისა და თურქ-ხაზარების მიერ 628 თბილისის აღებას უკავშირებენ, როცა, მათი ცნობით, სტეფანოზ I, როგორც ირანის ვასალი, ქალაქის თავდაცვის ერთ-ერთი ორგანოზატორი ყოფილა; ისტორიკოსების ნაწილი ამ ცნობებს იზიარებს, თუმცა, ეჭვი არაა, რომ ისინი ანაქრონისტულია; მცხეთის ჯვრის ტაძრის წარწერები და ახლად აღმოჩენილი ცნობები წმ. ეკატერინეს მონასტრიდან (Sin-50) ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ადარნასე ერისმთავარი, რომელიც სომხურ "ეპისტოლეთა წიგნში" უკვე 606-607წწ. ქართლის მთავრად იხსენიება, შვილი და მემკვიდრეა სტეფანოზ I-ისა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.843; http://ka.wikipedia.org/wiki/სტეფანოზ_I


Share: