შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სტეფანოზ II![]()
ბიოგრაფიაქართლის ერისმთავარი VII საუკუნის შუა წლებსა და II ნახევარში. მას დაუსრულებია მცხეთის ჯვრის ეკლესიის მშენებლობა, რომლის ფასადზე შემორჩენილია მისი რელიფიური გამოსახულება. როდესაც ქართლს არაბები მოადგნენ, სტეფანოზ II-მ, რადგან ქართლის შესაძლო მოკავშირენი უკვე დამარცხებული იყვნენ, წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და არაბთა სარდალს ჰაბიბ იბნ მასლამას ელჩი აახლა ზავისა და მშვიდობის თხოვნით; არაბთა სარდალი კმაყოფილი დარჩა, ქართველთა ელჩს თავისი წარმომადგენელი გამოაყოლა შეუვალობის წიგნით, მალე კი თვითონაც მოვიდა თბილისში და ქალაქს "დაცვის სიგელი" უბოძა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.843; http://ka.wikipedia.org/wiki/სტეფანოზ_II
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |