შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანუჩარ III ჯაყელი![]()
ბიოგრაფიასამცხის ათაბაგი 1614-1625 წწ., მანუჩარ II-ის ძე. მამის ირანში ყოფნის დროს შაჰმა აბას I-მა მანუჩარ III სამცხე-საათაბაგოს გამგებლად სცნო. 1608 წელს ოსმალების მიერ ახალციხის ხელახლა დაპყრობის შემდეგ მანუჩარ III ქართლში გადავიდა. 1614 წ. მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტს დაეუფლა. იგი ცდილობდა შეეჩერებინა მესხ ფეოდალთა გამაჰმადიანების პროცესი, რითაც ოსმალთა უკმაყოფილება გამოიწვია. 1624 წელს არზრუმის ფაშამ მანუჩარ III-ის წინააღმდეგ ილაშქრა. მანუჩარი მცირე რაზმით ქართლში გადავიდა. აქ მონაწილეობა მიიღო მარაბდის ბრძოლაში სპარსელების წინააღმდეგ. ამის შემდეგ სულთანმა მანუჩარ III-ს ქრისტიანობის შენარჩუნებით ათაბაგობა დაუმტკიცა. სამშობლოში მიმავალი გზაში მოკლა ბიძამ - ბექამ ( საფარ-ფაშა). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.416; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.517
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |