The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზინობი (მიტროპოლიტი)

ზინობი
ოფიციალური სახელი:ზაქარია მაჟუგა
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1896
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1985  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გლუხოვი, უკრაინა.

დაამთავრა საეკლესიო სამრევლო სასწავლებელი.

1912 წელს იყო გლინსკის უდაბნოს მონასტრის მორჩილი. 1921 წელს აღიკვეცა ბერად. 1922 წელს ზინობი მიტროპოლიტმა საქართველოში დრანდის მონასტერში დაიწყო მთავარდიაკვნობა. 1925 წლის 18 იანვარს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. 1925–1930 წლებში იყო სოხუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, 1930–1936 წლებში როსტოვის სოფიის ტაძარში მოღვაწეობდა. 1942–1945 წლებში იყო თბილისის სიონის საკათედრო ტაძრისა და მცხეთის წმინდა ოლღას მონასტრის მღვდელმსახური. 1945–1947 წლებში გადავიდა სომხეთში, სოფელ კიროვოს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრად. 1945 წელს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1950 წელს ზინობის მიტროპოლიტს არქიმანდრიტის ხარისხი ებოძა და დაინიშნა თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვრად. შეთავსებით ასრულებდა საქართველოსა და სომხეთში არსებული რუსულენოვანი მრევლის კეთილმოწესის მოვალეობასაც. 1952 წლის 11 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს სინოდის წევრად. 1956 წლის 29 დეკემბერს, მიუხედავად სინოდის წევრთა წინააღმდეგობისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი ზინობი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1957 წლის 6 მარტს კი დაინიშნა მელქისედეკ III-ის მეორე ქორეპისკოპოსად წოდებით "ეპისკოპოსი სტეფანოვისა". 1960  წელს ეწოდა თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი, ამავე დროს იგი რჩებოდა თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად. 1972 წლის 8 აპრილს ზინობი მიტროპოლიტი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. ზინობი მიტროპოლიტს მიღებული აქვს მრავალი საეკლესიო ჯილდო: 1953 წელს გადაეცა მეორე გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლება არქიმანდრიტის კვერთხით (1954) და სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით (1958 წლის ნოემბერი), დაჯილდოებულია მოციქულთასწორის წმინდა ნინოს I და II ხარისხის ორდენით; ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს II ხარისხის ორდენი, ალექსანდრიის ეკლესიის მოციქულ მარკოზის II ხარისხი ორდენი, რუსეთის ეკლესიის მოციქულთასწორის მთავარ ვლადიმირის II ხარისხის ორდენი, რუსეთის ეკლესიის მოციქულთასწორის მთავარ ვლადიმირის I ხარისხის ორდენი. სასულიერო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.370


გააზიარე: