შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. ციმბირში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის ბრძოლების ერთ-ერთი ორგანიზატორი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა გურიის გლეხობის რევოლუციურ გამოსვლებში (1905), შემდეგ სამტრედიის ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში. არაერთხელ იყო პატიმრობაში. 1917 წელს იბრძოდა სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისათვის, ხოლო შემდეგ დაუღალავად იღვწოდა საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებისათვის. სამოქალაქო ომის დროს პარტიზანული რაზმების ერთ-ერთი მეთაური იყო ციმბირში. 1919 მარტში პარტიზანული არმიის I ყრილობაზე აირჩიეს არმიის საბჭოს თავჯდომარედ, არჩეული იყო აგრეთვე სამხედრო სასამართლოს თავჯდომარედ. სამოქალაქო ომის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; მონაწილეობდა ციმბირში საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკურ და სამეურნეო ღონისძიებათა გატარებაში. 1921 წლის მარტში საქართველოში დაბრუნდა. იყო თიანეთის მაზრის აღმასკომის პრეზიდიუმის თავჯდომარე, სადაც დაიღუპა კონტრრევოლუციური ბანდის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.611 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |