შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბაბილოძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი. მამამისი ყმა გლეხი იყო, ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმა - გამყივანი, გიორგის ბაბუაც (დედის მამა - ზოსიმე გორდელაძე) შესანიშნავი გამყივანი ყოფილა, ასე რომ, გიორგი ბაბილოძე, როგორც ჩანს, წინაპრების კვალს გაჰყვა; იგი დღემდე გამყივანის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა მთელს გურიაში; გიორგი ბაბილოძეს უსიმღეროდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა; მას თავისუფლად შეეძლე გამყივანი მაღალ რეგისტრში ემღერა და თუ საჭირო იყო, მშვენიერი ბანიც ეთქვა; ის მოღვაწეობდა ისეთ მომღერლებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: სამუელ ჩავლეიშვილი, ნესტორ კონტრიძე, გიგო ერქომაიშვილი, გიორგი იობიშვილი. წყარო: chanting.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |