The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბაბილოძე

გიორგი ბაბილოძე
დაბადების თარიღი:1835
გარდაცვ. თარიღი:1931  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი.

მამამისი ყმა გლეხი იყო, ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმა - გამყივანი, გიორგის ბაბუაც (დედის მამა - ზოსიმე გორდელაძე) შესანიშნავი გამყივანი ყოფილა, ასე რომ, გიორგი ბაბილოძე, როგორც ჩანს, წინაპრების კვალს გაჰყვა; იგი დღემდე გამყივანის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა მთელს გურიაში; გიორგი ბაბილოძეს უსიმღეროდ ცხოვრება ვერ წარმოედგინა; მას თავისუფლად შეეძლე გამყივანი მაღალ რეგისტრში ემღერა და თუ საჭირო იყო, მშვენიერი ბანიც ეთქვა; ის მოღვაწეობდა ისეთ მომღერლებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: სამუელ ჩავლეიშვილი, ნესტორ კონტრიძე, გიგო ერქომაიშვილი, გიორგი იობიშვილი. 

წყარო: chanting.ge


გააზიარე: