The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა ზირაქაძე

დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 1990  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრაზე; 1960–1963 წლებში იყო ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1963–1990 წლებში იყო კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ექსპერიმენტული ლაბორატორიის გამგე, შემდეგ-ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნირო დარგში. პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნირო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია. არის ერთი გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1990), ფიზიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.371


გააზიარე: