The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი იობიშვილი

გიორგი იობიშვილი
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1849
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 1933  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი.

 გიორგი ადრე დაობლებულა, მისი აღზრდა და სიმღერაში გაწაფვა იტვირთა მისმა ბიძაშვილმა, ცნობილმა მომღერალმა ეგნატე იობიშვილმა; გამორჩეული ნიჭის წყალობით შეგირდი ისე დაოსტატდა, რომ მალე მასწავლებელს გადააჭარბა; გიორგისთან ერთად ეგნატე სიმღერას ასწავლიდა თავის დისწულს - ნანიკო ბურძგლას, რომელიც გურიის სხვა სოფლიდან ჰყავდა ჩამოყვანილი; გიგო ერქომაიშვილმა და გიორგი ბაბილოძემ პირველად ქორწილში მოისმინეს იობიშვილის, ბურძგლას და მათი მასწავლებლის შეხმატკბილებული ღიღინი; გიგოს ძალიან მოეწონა ჭაბუკების სიმღერა, გიორგი იობიშვილს ხასანბეგურას დაწყება სთხოვა, გიორგიმ გაბედულად წამოიწყო, ბაბილოძემ გამყივანი დააწია, გიგო ერქომაიშვილმა - ბანი; ახალგაზრდა დამწყები ისე განსხავებულად, თავისებურად მღეროდა, ისეთ იმპროვიზაციებს მიმართავდა, რომ სიმღერაში გამობრძმედილ გიგოსა და გიორგის სიფრთხლის გამოჩენა დასჭირდათ; ის დღე იყო და ის დღე, გიგო ერქომაიშვილს და გიორგი ბაბილოძეს მის გარეშე აღარ უმღერიათ; გიორგი იობიშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში 1877-1878 წლებში. იქ მან უმცროსი ოფიცრის წოდება და "წმინდა გიორგის სისხლის ჯვარი" მიიღო. მის არაჩვეულებრივ იმოპროვიზაციებს გურული მომღერლები დღემდე სამაგალითოდ მიიჩნევენ; ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.




გააზიარე: