The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოფილე ლომთათიძე

თეოფილე ლომთათიძე
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1965  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეწიეთია, ჩოხატაურის რაიონი.

სწავლა–განათლება არ მიუღია, ბავშვობიდანვე იყო სიმღერით გატაცებული; კარგი სმენა და წვრილი ხმა განაპირობებდა კრიმანჭულის მისეულ სხარტ შესრულებას; სხვადასხვა ქალაქებსა და ნავსადგურებში ხანგრძლივად იმუშავა; შემდეგ ნოვოროსიისკში მუშათა არტელის მესვეურობა დაავალეს; 1919-1924წწ. ისევ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას ეწეოდა; მომდევნო წლიდან თბილისში ჩამოვიდა და რკინიგზის სატვირთო სადგურში დაიწყო მუშაობა; კრიმანჭულს არასდროს ივიწყებდა; ამ ხნის განმავლობაში მღეროდა მუშათა სხვადასხვა წრეებში და ახალბედებს ასწავლიდა; მას კირილე პაჭკორიამ მიაგნო და ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდში მიიწვია სოლისტ-მომღერლად, სადაც კეთილსინდისიერად მუშაობდა; ამის შემდეგ დიდ ანსამბლში გადაიყვანეს; მონაწილეობდა ქართული ხელოვნების I საკავშირო დეკადაზე, მანამდეც და შემდგომშიც საქართველოსა და მოძმე რესპუბლიკებში მრავლად გამართულ კონცერტებში; 1935 წელს მოსკოვის სიახლოვეს, აგარაკ გორკაში, მათთვის გამართულ კონცერტზე რომენ როლანმა და მაქსიმ გორკიმ მოისმინეს თეოფილე ლომთათიძის მიერ შესრულებული ვირტუოზული კრიმანჭულის სამნაირი ვარიანტი და უზომო აღტაცება გამოთქვეს; ის იყო ჩუმი, თავმდაბალი, "ანსამბლის სინდისს" ეძახდნენ, სიტყვაძვირი ადამიანი ყველას აოცებდა თავისი მახვილგონიერებით; ახალ თაობას მონდომებით ასწავლიდა ხალხურ სიმღერას; თვითნასწავლი მომღერალი.

წყარო: http://chanting.ge/?page_id=7


გააზიარე: