The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერმალო სიხარულიძე

ერმალო სიხარულიძე
Date of birth:1879
Date of death:1964  (at 85 years)
Category:Singer

Biography

გურული "დამწყების" ოსტატი იყო; "დამწყების" თავისებურება კარგად აითვისა ერმალომ თავისი მასწავლებლის სამუელ ჩავლეიშვილისაგან; 1905 წელს და მომდევნო წლებში, ჯერ ფოთში და შემდეგ ქუთაისში რკინიგზის მტვირთავი მუშა იყო; საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე თბილისის რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთაგან მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა და მრავალი კონცერტი გამართა; სხვა ორგანიზაციებშიც ჰყავდა გუნდები, კონცერტები იმართებოდა კლუბებში; რეპერტუარში, რევოლუციური სიმღერების გარდა, გურული "შვიდკაცა", "ხასანბეგურა", "მონადირის სიმღერა" და სხვა ჰქონდა შეტანილი; მონაწილეა მოსკოვსა და ლენინგრადში გამართული ქართული ხელოვნების პირველი დეკადისა, სადაც წარმატებით გამოვიდა გურული ხალხური სიმღერების სხვა შემსრულებლებთან ერთად; სიცოცხლის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ჩოხატაურის რაიონულ გუნდს და მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში თავი გამოიჩინა სიმღერების კოლორიტული შესრულებით და დახვეწილობით; მრავალი მოწაფე გამოზარდა, ბევრი მათგანი დღეს კარგი მომღერალი და გამოცდილი ლოტბარია.

წყარო: http://www.qwelly.com/group/galoba/forum/topics/ermalo-sixarulidze



Share: