Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით დუმბაძე![]()
Biographyდავით დუმბაძის ოჯახი არა მარტო გურიაში, მთელ საქართველოში განთქმული იყო საგალობლების შესრულებით; მთავარი ის გახლავთ, რომ ისინი ერთნაირად ფლობდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საგალობლებს(ცნობილია, თუ რაოდენ განსხვავდებოდა ეს საგალობლები ერთიმეორისგან თავისებური აღნაგობითა და კონტრაპუნქტით); მათ ოჯახში, ხშირად იმართებოდა კონცერტები, ეზო ხალხით გაივსებოდა; სრულდებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს საგალობლები; ამ მხრივ ეს ოჯახი მთელ გურიაში სანიმუშოდ ითვლებოდა; დავით დუმბაძე მამის საქმის გამგრძელებელი, განთქმული მგალობელი იყო; თუ ვინმე ანტონს ახსენებდა, დავითსაც იქვე გაიხსენებდა; ანტონი თავის უფროს ვაჟს სულ პატარაობიდანვე აყალიბებდა; შვილმა სათანადოდ მოიხმარა მამის ამაგი და მისებრ, თავისი ცოდნა მრავალრიცხოვან მოწაფეებს გადასცა; მამის გარდაცვალების შემდეგ სულ რაღაც ათი წელი იცოცხლა, მაგრამ ეს დროც მეტად ნაყოფიერად გამოიყენა; ბევრი ახალგაზრდა აზიარა ხალხურ სასიმღერო კულტურას; ტკბილი მოსასმენი იყო დუმბაძეების ოჯახში "შენ ხარ ვენახი", "შენ გიგალობ", დასავლეთ საქართველოს რვავე ხმის სხვადასხვა საგალობლები და ხალხური სიმღერები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |