შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მთისკალთა, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1960 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1966 წელს. მსოფლიო ჩემპიონი (1959, თეირანი), მსოფლიო ჩემპიონატის (1957, სტამბოლი), XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი) ვერცხლის მედალოსანი, XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ბრინჯაოს მედალოსანი; სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის (1956) და სსრკ (1954, 1956, 1957, 1960) ჩემპიონი. განსაკუთრებით ძლიერი იყო ჩოქბჯენში ჭიდაობისას. ქართველი საბჭოთა სპორტსმენი (ჭიდაობა, თავისუფალი სტილი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.631; ქართული სპორტი: sportstat.gov.ge; ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ., 2013. -გვ.103; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.64 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |