The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სხირტლაძე

გიორგი სხირტლაძე
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 2008  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მთისკალთა, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1960 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1966 წელს.

მსოფლიო ჩემპიონი (1959, თეირანი), მსოფლიო ჩემპიონატის (1957, სტამბოლი), XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი) ვერცხლის მედალოსანი, XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ბრინჯაოს მედალოსანი; სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის (1956) და სსრკ (1954, 1956, 1957, 1960) ჩემპიონი. განსაკუთრებით ძლიერი იყო ჩოქბჯენში ჭიდაობისას. ქართველი საბჭოთა სპორტსმენი (ჭიდაობა, თავისუფალი სტილი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.631; ქართული სპორტი: sportstat.gov.geქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ., 2013. -გვ.103; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.64

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1961-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში, ახალგაზრდა თაობების აღზრდაში, მაღალკვალიფიციური სპორტსმენების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი სპორტული შედეგების მიღწევისათვის
  • 1959 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: