The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი
სხვა სახელი:გია მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1989  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1942 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1945 წელს გადავიდა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1948 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა - 1952 წელს.

1949-1950წწ. მუშაობდა ალმანახ "დრუჟბა ნაროდოვ"-ში; 1951 წლიდან ლიტერატურულ ინსტიტუტში კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს და თანამშრომლობდა ჟურნალ "ნოვი მირთან", მუშაობდა აგრეთვე რადიო-კომიტეტში და საბჭოთა საინფორმაციო ბიუროში; 1953 წლიდან - "ლიტერატურულ გაზეთში" პასუხისმგებელ მდივნად; გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში; ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში; პირველი კრიტიკული წერილი "კოლხეთის ცისკარი" (კ. ლორთქიფანიძის რომანის შესახებ), რუსულ ენაზე 1949 წელს გამოქვეყნდა "ლიტერატურნაია გაზეტაში", პირველი წიგნი "ირაკლი აბაშიძე" - 1955 წელს; მის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები "სიმონ ჩიქოვანი" (1959), "აკაკი წერეთელი" (1960, რუსულ ენაზე), "გიორგი ლეონიძე" (1970, რუსულ ენაზე), "გალაქტიონ ტაბიძე" (1973, რუსულ ენაზე), "ქვეყანას გასწვდი..." (1977); წიგნები "სიტყვა და საუკუნე" (1960), "რისხვისა და ჯანყის პოეზია"(1964), "ლიტერატურული წერილები" (1972), "ჩაუმქრალი კოცონი" (1973; რუსულ ენაზე), "პოეზიის ნათელი" (1976) და სხვა. თარგმანთა კრებული "ძმადნაფიცობის ათინათები (საქართველო რუსულ საბჭოთა პოეზიაში)" (1977) და სხვა. მარგველაშვილის ნაშრომები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, ჩეხურ და სხვა ენებზე. ქართველი კრიტიკოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.429; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.665-668 საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.527

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1950-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • На страже света и добра : Литературные статьи (ავტორი). - Тбилиси, Мерани, 1990. - 346с.
  • პოეზიის ნათელი : ლიტ.-კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1976. - 418გვ.
  • Галактион Табидзе : Очерк жизни и творчества (ავტორი). - Тбилиси, "Мерани", 1973. - 149с.
  • სიმონ ჩიქოვანი : ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, პოლიგრაფკომბინატი "კომუნისტი, 1959. - 32გვ.
  • ირაკლი აბაშიძის პოეზია : თბილისში წაკითხული ლექციის სტენოგრამა (ავტორი). - თბილისი, სტალინის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბის სტ, 1955. - 48გვ.

გააზიარე: