The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1989  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1948 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1951 წელს.

პირველი კრიტიკული წერილი "კოლხეთის ცისკარი" (კ. ლორთქიფანიძის რომანის შესახებ), რუსულ ენაზე 1949 წელს გამოქვეყნდა "ლიტერატურნაია გაზეტაში", პირველი წიგნი "ირაკლი აბაშიძე" - 1955 წელს. მის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები "სიმონ ჩიქოვანი" (1959), "აკაკი წერეთელი" (1960, რუსულ ენაზე), "გიორგი ლეონიძე" (1970, რუსულ ენაზე), "გალაქტიონ ტაბიძე" (1973, რუსულ ენაზე), "ქვეყანას გასწვდი..." (1977); წიგნები "სიტყვა და საუკუნე" (1960), "რისხვისა და ჯანყის პოეზია"(1964), "ლიტერატურული წერილები" (1972), "ჩაუმქრალი კოცონი" (1973; რუსულ ენაზე), "პოეზიის ნათელი" (1976) და სხვა. თარგმანთა კრებული "ძმადნაფიცობის ათინათები ( საქართველო რუსულ საბჭოთა პოეზიაში)" (1977) და სხვა. მარგველაშვილის ნაშრომები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, პოლონურ, ჩეხურ და სხვა ენებზე. ქართველი კრიტიკოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.429

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • პოეზიის ნათელი : ლიტ.-კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1976. - 418გვ.
  • სიმონ ჩიქოვანი : ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, პოლიგრაფკომბინატი "კომუნისტი, 1959. - 32გვ.
  • ირაკლი აბაშიძის პოეზია : თბილისში წაკითხული ლექციის სტენოგრამა (ავტორი). - თბილისი, სტალინის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბის სტ, 1955. - 48გვ.

გააზიარე: