The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი სურვილაძე

გივი სურვილაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი სურვილაძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 2016  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი) 1941 წელს.

1941 წელს ჩაირიცხა თეატრის საბალეტო დასში; ასრულებდა ხალხურ ცეკვებს ოპერებში ("დაისი", "ქეთო და კოტე", "პატარა კახი"), ქორეოგრაფიულ პარტიებს ბალეტებში ("მთების გული", "დონ კიხოტი" და სხვა); 1943-1944წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ქორეოგრაფი ი. არბატოვი). ანსამბლი კონცერტებს მართავდა II მსოფლიო ომის დროს (ხშირად ფრონტის წინა ხაზზე), აღსანიშნავია წარმოდგენა "თეირანის კონფერენციის" მონაწილეთათვის (ი. სტალინი, ფ. რუზველტი, უ. ჩერჩილი); 1946-1968წწ. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის (ახლანდელი ი. სუხიშვილის სახელობის "ქართული ნაციონალური ბალეტი") წამყვანი მოცეკვავე იყო; მის შესრულებას ახასიათებდა მაღალი ოსტატობა, ცეკვის არსში წვდომა, ტემპერამენტი და მოხდენილობა; ღირსეულ პარტნიორობას უწევდა ანსამბლის ხელმძღვანელს ნ. რამიშვილს; ანსამბლში ქორეოგრაფ-რეპეტიტორის მოვალეობასაც ასრულებდა; ანსამბლთან ერთად გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა; 1973-1992წწ. იყო სასტუმრო "თბილისის" რესტორნის დირექტორი და ღამის კლუბ "მუხამბაზის" დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.846; facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.96

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1958 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1953 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1953 - მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალი, ოქროს მედალი
  • 1949 - რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის "დიდების ორდენი"
  • 1945 - მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"

გააზიარე: