The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვადიმ შუბლაძე

ვადიმ შუბლაძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2021  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებლი(სავიოლინო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს(მუსიკის ისტორია).

1963–1973წწ. იყო საქართველოს რადიოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1967–1977წწ. ერევნის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1974–1975წწ. მოსკოვის დიდი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1977–1997წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 2003 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი და სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, საორკესტრო და ვოკალურ–სიმფონიური: ო. გორდელი "Allegro" სიმფონიური ორკესტრისათვის(1979), გ. ბზვანელი "4 ქართული ჩანახატი"(1979, პირველი შესრულება), ა. ჩიჩბა "დრამატული უვერტიურა"(1979), რ. გუმბა სიმფონია N1(1979), ე. ლომდარიძე სიმფონია N2(1986), ა. შავერზაშვილი ვოკალურ–სიმფონიური ციკლი ი. ჭავჭავაძის ლექსებზე(1988, პირველი შესრულება), ვ. აზარაშვილი "ნოქტიურნი", "ძველი თბილისის სურათებე"; ინსტრუმენტული კონცერტები: რ. ჩიტაშვილი კლარნეტის(1979), ა. შავერზაშვილი ტრომბონის(1981), მ. ნიკურაძე სავიოლინო(1982), რ. ჩირინაშვილი საფორტეპიანო(1988); სხვა რეპერტუარი, ოპერები: ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ტრუბადური", დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"; სიმფონიები: მოცარტი, ბეთჰოვენი N1-8, ჩაიკოვსკი; გასტორლები: სსრკ, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი, ჩეხოსლოვაკია, დანია.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 523

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: