Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვადიმ შუბლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებლი(სავიოლინო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს(მუსიკის ისტორია). 1963–1973წწ. იყო საქართველოს რადიოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1967–1977წწ. ერევნის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1974–1975წწ. მოსკოვის დიდი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1977–1997წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 2003 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი და სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, საორკესტრო და ვოკალურ–სიმფონიური: ო. გორდელი "Allegro" სიმფონიური ორკესტრისათვის(1979), გ. ბზვანელი "4 ქართული ჩანახატი"(1979, პირველი შესრულება), ა. ჩიჩბა "დრამატული უვერტიურა"(1979), რ. გუმბა სიმფონია N1(1979), ე. ლომდარიძე სიმფონია N2(1986), ა. შავერზაშვილი ვოკალურ–სიმფონიური ციკლი ი. ჭავჭავაძის ლექსებზე(1988, პირველი შესრულება), ვ. აზარაშვილი "ნოქტიურნი", "ძველი თბილისის სურათებე"; ინსტრუმენტული კონცერტები: რ. ჩიტაშვილი კლარნეტის(1979), ა. შავერზაშვილი ტრომბონის(1981), მ. ნიკურაძე სავიოლინო(1982), რ. ჩირინაშვილი საფორტეპიანო(1988); სხვა რეპერტუარი, ოპერები: ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ტრუბადური", დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"; სიმფონიები: მოცარტი, ბეთჰოვენი N1-8, ჩაიკოვსკი; გასტორლები: სსრკ, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი, ჩეხოსლოვაკია, დანია. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 523 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |