The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით შუღლიაშვილი

დავით შუღლიაშვილი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(ქართული მუსიკალური ფოლკლორი).

1988 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრის პედაგოგი(მუსიკალური ფოლკლორი); 1988 წლიდან "ანჩისხატის გუნდის" მგალობელი; 1998 წლიდან ი. ჭავჭავაძის სახლობის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების უფროსი; 2006 წლიდან "გიორგი მთაწმინდელის" სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელის პედაგოგი, პროფესორი; მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ქართული საეკლესიო გალობა; მონაწილეობს ექსპედიციებში, სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში; არაერთი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი; გასტროლებით შემოიარა: პოლონეთი, გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა, კანადა, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, ლიხტენშტეინი("ანჩისხატის გუნდთან" ერთად); კომპოზიტორ მიხეილ შუღლიაშვილისა და ინოლა გურგულიას ვაჟიშვილი; მუსიკისმცოდნე–ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, გუნდის მომღერალი. მუსიკოლოგიის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "რვა ხმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში", დაიცვა 2009 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 523

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: